ჰაიტონ კორიკოსელის დასავლური ორიენტაცია და საქართველო

ავტორები

  • მანანა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

XIII საუკუნეში მონღოლების გამოჩენა პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას ცვლის და გარკვეულწილად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობების განვითარებაში ახალ ეტაპს იწყებს. ამ პერიოდში აშკარად იკვეთება ევროპელი ჯვაროსნების ინტერესი მონღოლების მიმართ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მონღოლებთან შესაძლო ალიანსი მუსლიმთა წინააღმდეგ მახლობელ აღმოსავლეთში ევროპელთა პოზიციებს გაამყარებდა და წმინდა მიწის დაბრუნებას შეუწყობდა ხელს. ამის საფუძველს მათ მონღოლთა მხრიდან სხვადასხვა რელიგიის და, კონკრეტულად, ქრისტიანობის მიმართ არსებული დიდი ინტერესი აძლევდა. ცნობილია მონღოლთა ელიტაში ქრისტიანობაზე მოქცევის  შემთხვევებიც (მაგალითად, მუნქე ყაენის (1251-1259), ჰეთუმის ცნობით, ასევე ბათუ ყაენის ვაჟის, სარტაკის, ყივჩაღთა ყაენის და ა.შ.) (Hayton, 813).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-16

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

ჰაიტონ კორიკოსელის დასავლური ორიენტაცია და საქართველო. (2024). შუა საუკუნეების კვლევები, 1, 39-50. https://medievalstudies.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/6