წმინდას პრობლემისთვის ისტორიოგრაფიაში
ანოტაცია
სტატიაში განიხილება თუ როგორ ხდება „წმინდას“ კატეგორიის იდენტიფიცირება კულტურაში და როგორ აისახება ის ისტორიოგრაფიაში. ამ მიზნით, დისკუსია იშლება რამდენიმე ფუძემდებლურ კონცეპტზე და მასთან დაკავშირებულ თეორიებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევა თანამედროვე თეორიული აზრის განვითარებისთვის და მრავალი ნაშრომის ინსპირაციის წყარო გახდა.
ზოგადად, განსხვავებულ კონტექსტებსა და სხვადასხვა ავტორის მიერ ნახმარი ტერმინები დროთა განმავლობაში იმდენად იცვლება და იფარება სხვადასხვა შრეებით, რომ საჭირო ხდება მათი ხელახალი გააზრება და საზღვრების დადგენა. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, და ფაქტიდან, რომ რელიგიას თანამედროვეობაში არ ამოუწურავს თავისი მასაზრდოებელი წყაროები, ოცდამეერთე საუკუნეში კვლავ განახლდა ინტერესი და დისკუსია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში.
სტატია ფოკუსირდება კითხვებზე, თუ ხელახლა როგორ გაიაზრება ფუძემდებლური იდეები და ტერმინები რელიგიურ კვლევებში და რა მნიშვნელობა აქვთ მათ ადამიანთა სოციალურ ცხოვრებაში.