სიკვდილის კულტურა შუა საუკუნეთა ევროპაში

მიდგომები და ინტერპრეტაციები

ავტორები

  • გრიგოლ ჯოხაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

ანოტაცია

ეგებ მართალიც იყოს შეგონება, რომ შუა საუკუნეთა რელიგიის წვდომა ადამიანის სულის სიკვდილისშემდგომ ბედზე ფიქრით იწყება.

სიკვდილი მართლაც იმ მომენტად მიიჩნეოდა, როცა უკვდავი სული განეშორებოდა მოკვდავ ხორცს და უერთდებოდა უხრწნელ, უსქესო, უკვდავ სხეულს. სული არასოდეს კვდებოდა და სხეულისაგან დამოუკიდებლად ცოცხლობდა. მიწაზე ყოფნისას სული მიჰბმოდა მოკვდავ სხეულს, თუმცა მასზე არ მოქმედებდა არც ხორციელი ტკივილი, არც ანომალია, არც სენი, რომელსაც ხორცის მოკვდინება შეეძლო. თუმცა, შესაძლოა, სულის შერყვნას ფიზიკური სენი მოჰყოლოდა: კეთრი სექსუალურ ცოდვაზე მიუთითებდა. XIV-XV სს. ერთი ავგუსტინელი ბერი, ჯონ მირკი ქადაგებდა ავგუსტინესავე სიტყვებს, ცოდვით ხრწნადობამ კაცობრიობა გვამის ხრწნადობამდე მიიყვანაო. თუ სულს ცოდვა დაიმონებდა, მას საუკუნო ტანჯვა ელოდა ჯოჯოხეთში. ეკლესიას უნდა ეკონტროლებინა ცოდვიანობა აღსარების, სინანულისა და გამოსყიდვის მეშვეობით. ეს უკანასკნელი მიიღწეოდა სამი ყველაზე ეფექტური გზით: გულმხურვალე ლოცვით, მოწყალების გაცემითა და მასობრივი გალობით. ერესითა და ჯადოსნობთ შეპყრობილთ წვავდნენ, რადგან ცეცხლი სულის გამწმენდ ძალად მიაჩნდათ, და ასე აღკვეთდნენ ,,ინფექციის“ საშიშროებას სხვა სულთათვის. შუა საუკუნეების ადამიანს შეეძლო საკუთარი სულის შემწეობა როგორც სულიერი ხერხებით (ლოცვა), ისე - ფიზიკური აქტივობით (პილიგრიმაჟი და მოწყალების გაცემა) (დენიელი 1997).

მაგრამ ყოველივე ეს, როგორც იტყვიან, თეორიული ნაწილია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-16

გამოცემა

სექცია

სტატიები

როგორ უნდა ციტირება

სიკვდილის კულტურა შუა საუკუნეთა ევროპაში: მიდგომები და ინტერპრეტაციები. (2024). შუა საუკუნეების კვლევები, 1, 8-22. https://medievalstudies.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/4